Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 სექ 2023

სოკრატეს კლუბის დისკუსია: "ბუდაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ"

მეწყერმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და თავშესაფრის ქონის უფლებას, რაც მთავრობისგან მოითხოვს რიგ ქმედებებს მსხვერპლისაგან თავის ასარიდებლად და დაზარალებულების სათანადო საცხოვრებლით და დახმარებით უზრუნველსაყოფად.  

2023 წლის 19 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სოკრატეს კლუბმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა დისკუსიაზე საქმეზე „ბუდაიევა და სხვანი რუსეთის წინააღმდეგ“.

საქმე 2000 წელს ქალაქ ტირანუზში მომხდარ მეწყერს ეხება. ბუდაიევა მიიჩნევდა, რომ სახელმწიფომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და არ განახორციელა ევაკუაციისათვის საჭირო გეგმა. დამატებით, სახელმწიფოს მომხდარი უბედური შემთხვევა საფუძვლიანად არ გამოუძიებია. აღნიშნულ საქმეზე, 2008 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. 

მოწვეულმა სპიკერმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, ანა თავხელიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა დეტალები წინამდებარე საქმეზე, უპასუხა მათ შეკითხვებს და ისაუბრა 3 აგვისტოს შოვის, და ასევე, 8 სექტემბერს გურიის რეგიონში მოვარდნილი მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დამდგარი ტრაგედიის სამართლებრივ ასპექტებზე.

ადამიანის უფლებების ჭრილში დისკუსიის 11-მა მონაწილემ განიხილა საქმეები და ECtHR-ის გადაწყვეტილებები. ანა თავხელიძემ აღნიშნა, რომ რთულია ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას.

ღონისძიების მოდერატორმა, თამარ ფაჩულიამ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია, შეხვედრაზე დასვა კითხვა თუ რა პრევენციული მექანიზმები უნდა ყოფილიყო გამოყენებული საქართველოში მეწყერის თავიდან ასაცილებლად და თუ იძიებენ საფუძვლიანად გურიის ტრაგედიას სტიქიური უბედურების დეტალების გამოკვლევით.

„აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილებას. თუმცა, თუკი გავავლებთ პარალელს საქართველოს ამჟამინდელ მოვლენებთან, ნათლად დავინახავთ რომ სახელმწიფო მსგავსი ბუნებრივი კატასტროფების გასამკლავებლად ჯერ კიდე არ არის მზად,“ - განაცხადა ანამ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები